ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თითქმის 500 დღიანი პაუზის შემდეგ, კონგრესმა უკრაინის მხარდამჭერი პაკეტი 311 ხმით დაამტკიცა

ხანგრძლივი დებატებისა და შეფერხების შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $61 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 311-მა წევრმა 112-ის წინააღმდეგ.
როგორც CNN იუწყება, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა კენჭისყრის შემდეგ დარბაზში უკრაინის დროშა გაშალეს.
აღნიშნული თანხები მოხმარდება, მათ შორის, უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას, ასევე პარტნიორების დაფინანსებას, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან.
თანხები შემდეგნაირად განაწილდება: $27 მილიარდი - პირდაპირი სამხედრო დახმარება; $23 მილიარდი - ამერიკის სამხედრო არსენალების შევსება; $7.8 მილიარდი - პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება; $1.8 მილიარდი - ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.