ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ შაბათს ცალ-ცალკე დაუჭირა მხარი და ის უზრუნველყოფს თითქმის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარზე მეტს - ისრაელისთვის და 8 მილიარდ დოლარზე მეტ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებისთვის.
მეოთხე კანონპროექტი ზრდის სანქციებს რუსულ აქტივებზე და ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრა თვეს აძლევს TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.
სენატის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.