ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა - მოსამართლემ მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა - მოსამართლემ მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი - მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
დაკავებულებმა მოსამართლეს განუმარტეს, თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, ამასთან ჩაგუნავას უთხრეს, რომ სოციალურად დაუცველები იყვნენ და მათ მიმართ ჯარიმა არ გამოეყენებინა.
ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.
ნაწილი მათგანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.