თვალჭრელიძის ქუჩაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა – 4 დაკავებულის სასამართლო პროცესი კი გადაიდო

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა.
ცოტა ხნით ადრე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.
ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ნაწილი მათგანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო უალტერნატივო – მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ