ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თერჯოლის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი ივა ჩუბინიძე - მოდი, დავიწყოთ ბოდიშით! ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს და ვხდები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი

თერჯოლის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი ივა ჩუბინიძე - მოდი, დავიწყოთ ბოდიშით! ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს და ვხდები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა ივა ჩუბინიძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა.
ამის თაობაზე მან „ფეისბუქზე“ დაწერა და განმარტა, რომ საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი წევრის სტატუსით განაგრძობს.
„1-ელი ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღია უახლეს ისტორიაში, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში.
მოდი, დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის, თქვენი ღვაწლი აუცილებლად დაფასდება ქვეყნის და ერის წინაშე.
მეგობრებო, ჩვენ აუცილებლად გავხდებით დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით“,- აცხადებს ივა ჩუბინიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.