ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გახარიას პარტიას კიდევ ერთი წევრი ტოვებს

გახარიას პარტიას კიდევ ერთი წევრი ტოვებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლევან ჭანტურიძე, პარტიას “გახარია – საქართველოსთვის” ტოვებს და მუშაობას საკრებულოს დამოუკიდებელ წევრად განაგრძობს.
ამის შესახებ ჭანტურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი განცხადებით, საკრებულოში მისი დამოუკიდებლობა უფრო ეფექტიანი იქნება რაიონის კეთილდღეობისთვის.
“როგორ იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია გახარია-საქართველოსთვის. მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია საქართველოსთვის და ვხდები დამოუკიდებელი საკრებულოს წევრი.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა 2021 წლის არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ ვრჩები თქვენს სამსახურში! ვფიქრობ, ჩემი დამოუკიდებლობა საკრებულოში უფრო ეფექტური იქნება რაიონის კეთილდღეობისათვის! ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას, ღირსებითა და ტრადიციებით ევროპულ მომავალს!” – წერს ლევან ჭანტურიძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.