თეო ხატიაშვილი: კინოცენტრი აპიარებს – ოღონდ თან მალულად – მოკლემეტრაჟიან ფილმს “კარს უკან”… ეს ისტორია კარგად აჩვენებს არა მარტო კინოცენტრის, არამედ მთელი “ოცნების” სახეს – ტყუილი, ფარისევლობა…

კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეო ხატიაშვილი:
კინოცენტრი აპიარებს – ოღონდ თან მალულად – მოკლემეტრაჟიან ფილმს “კარს უკან”, რომლის რეჟისორია ნოდარ მარშანიშვილი და როლებში მერაბ ნინიძე და ჯანო იზორია. ეს უკანასკნელი ორ როლს ასახიერებს, ერთ-ერთი ტრანსექსუალი პერსონაჟია, ხოდა სწორედ ამიტომ ჩქმალავს კინოცენტრი მის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ თან მესიჯებს გზავნის ხალხთან, ხმა მიეცით ფილმსო, რომელიც ბევერლი -ჰილზის ფესტივალზეა (არ ვიცი, რა ფესტივალია) ნაჩვენები და ქართველები ტყუილად ავსებენ გრაფებს, ვითომ რომელიღაც სეანსზე ნახეს ეს ფილმი და მოეწონათ. არც ფილმს, არც რეჟისორს არაფერს ვერჩი, მით უმეტეს, რომ არ მინახავს, თუმცა 1-2-გან, ვინც ნახა, პირიქით, დადებითი გამოხმაურებაც მოვისმინე, მაგრამ ეს ისტორია კარგად აჩვენებს არა მარტო კინოცენტრის, არამედ მთელი “ოცნების” სახეს – ტყუილი, ფარისევლობა, ორმაგი სტანდარტი, საქმის ჩაწყობა, მოკლედ მორალური და ღირებულებითი განულება.
ფუ, ყველაფერში როგორი ბანძები ხართ, GNFC – Georgian National Film Center