თეონა აქუბარდია – ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ის შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს მოქალაქეებს – ყველა შავრაზმელის თუ სპეცრაზმელის სახის უკან არის შავი ნიღბით

ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ის შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილია ის შავნიღბიანი, რომელმაც ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა.
„დღეს არის იმ შავი ნიღბის უკან, რითაც მისი პოლიცია უსწორდება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნის კონსტიტუციას იცავენ სიცოცხლის რისკის ფასად, ისევე როგორც უსწორდებიან სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. ამიტომ, ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ივანიშვილი შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ყველა შავრაზმელის თუ სპეცრაზმელის სახის უკან არის ბიძინა ივანიშვილი შავი ნიღბით,“ – განაცხადა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა