თეონა აქუბარდია – ივანიშვილის ავტორიტარული ხელისუფლების რეპრესიული მანქანა, ისევე, როგორც პროპაგანდისტული მანქანა, ის ბერკეტებია, რითაც ივანიშვილი ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს უპირისპირდება

ივანიშვილის ავტორიტარული ხელისუფლების რეპრესიული მანქანა, ისევე როგორც პროპაგანდისტული მანქანა, ის ორი ძირითადი ბერკეტია, რითაც ივანიშვილი ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს უპირისპირდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის ბრიფინგზე განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, განვითარებული პროცესი აჩვენებს, რომ სანქციები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და „მის ე.წ. სამართალდამცავებს არ ემუქრებათ“.
„ივანიშვილის ავტორიტარული ხელისუფლების რეპრესიული მანქანა, ისევე, როგორც პროპაგანდისტული მანქანა, ის ორი ძირითადი ბერკეტია, რითაც ივანიშვილი ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს უპირისპირდება. მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დაასრულა სტრატეგიული პარტნიორობის დიალოგი, ისევე, როგორც ყველანაირი ურთიერთობა ივანიშვილის ძალასთან, განხილვები და დებატები, რომლებიც იქნება დიდ ბრიტანეთში პრორუსული პროპაგანდისტული „იმედის“ წინააღმდეგ, კიდევ ერთი გზავნილია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად; კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ არის პრორუსული პროპაგანდის და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ერთ-ერთი ბერკეტი ივანიშვილი ხელში. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რასაც ჩვენ აქამდე ვითხოვდით და დიახ, ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სანქციები არა მხოლოდ ივანიშვილს და მის ე.წ. სამართალდამცავებს ემუქრება, არამედ მათ შორის, პრორუსულ პროპაგანდისტულ „იმედს“ და გამოძიებაც ამის დასტურია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ