ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თენგიზ შარმანაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტი ჰგონიათ, თან პროამერიკელი - თუ ისევ ჰგონიათ პრეზიდენტი, მასთან იარონ, სხვათა შორის, თუ ვინმეს შეწყალება უნდათ, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ

თენგიზ შარმანაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტი ჰგონიათ, თან პროამერიკელი - თუ ისევ ჰგონიათ პრეზიდენტი, მასთან იარონ, სხვათა შორის, თუ ვინმეს შეწყალება უნდათ, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ

სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტი ჰგონიათ, თან პროამერიკელი - რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, არასერიოზულია - კრეატივიც დაკარგეს, რაღაც ახალი მაინც მოიფიქრონ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “წარმოუდგენელი ნარატივია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება გაგიჟდება, მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, შემდეგ პარლამენტის თვითლიკვიდაციას მოახდენს, რომ პრეზიდენტმა დაითხოვოს და ახალი არჩევნები ჩატარდება.”
“არასერიოზული თემაა. სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტი ჰგონიათ, თან პროამერიკელი. ვისაც არ აქვს, ჩვენი პრეზიდენტისადმი დონალდ ტრამპის მილოცვა, ამოვუბეჭდავ. თუ არ აქვთ, გაერო-ში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას გადავუწერ. თუ ისევ ჰგონიათ პრეზიდენტი, მასთან იარონ. სხვათა შორის, თუ ვინმეს შეწყალება უნდათ, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.
რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, არასერიოზულია - კრეატივიც დაკარგეს, რაღაც ახალი მაინც მოიფიქრონ. წარმოუდგენელი ნარატივია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება გაგიჟდება, მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, შემდეგ პარლამენტის თვითლიკვიდაციას მოახდენს, რომ პრეზიდენტმა დაითხოვოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. ვისაც ეს სერიოზული განხილვის საგანი ჰგონია, მას ვერაფრით დავეხმარები”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.