ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - „რუსულმა რეჟიმმა“ იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

სალომე ზურაბიშვილი - „რუსულმა რეჟიმმა“ იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

„რუსულმა რეჟიმმა“ იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების გაუქმების“ შესახებ გადაწყვეტილება კანონად აქცევს იმ მკაცრ შეზღუდვებს, რომლებმაც გასული წლის ოქტომბერში ასობით ათას ადამიანს ხმის მიცემაში ხელი შეუშალა. კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების ტოტალური კონტროლისკენ, როგორც საზღვრებს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ასევე, მისი თქმით, „ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტისა და ანტიკორუფციული სააგენტოს გაუქმება ერთპარტიული სისტემის მიერ სრული კონტროლისკენ გადადგმული სიმბოლური ნაბიჯებია“.
„ეს სააგენტოები დამოუკიდებლები არ ყოფილან, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ არსებობენ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.