ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თემურ ცამციშვილი - „ქართული ოცნება” უკვე მეთორმეტე წელიწადია ზღაპრებს გვიყვება ოცნების ქალაქის, ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობით, მაგრამ არცერთი დაპირება შესრულებული არ არის

თემურ ცამციშვილი - „ქართული ოცნება” უკვე მეთორმეტე წელიწადია ზღაპრებს გვიყვება ოცნების ქალაქის, ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობით, მაგრამ არცერთი დაპირება შესრულებული არ არის

თუ წინა ხელისუფლებამ და მიხელ სააკაშვილმა ზუსტად იცოდა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო იმერეთი და ქუთაისი, „ქართული ოცნება” უკვე მეთორმეტე წელიწადია ზღაპრებს გვიყვება თავისი ოცნების ქალაქის, ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობით, მაგრამ როგორც ხედავთ არცერთი დაპირება შესრულებული არ არის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თითქმის ასი ათასი ადამიანით შემცირდა იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა.
„სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2012 წელს იმერეთში ცხოვრობდა 550 000 ადამიანი, 2024 წელს კი ცხოვრობს 442 300 ადამიანი. თითქმის ასი ათასი ადამიანით შემცირდა იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა. თუ წინა ხელისუფლებამ და მიხელ სააკაშვილმა ზუსტად იცოდა, თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა ქუთაისს, იმერეთს და არსებობდა კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა განვითარებულიყო ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქალაქი, „ქართული ოცნება“ უკვე მეთორმეტე წელიწადია ზღაპრებს გვიყვება თავისი ოცნების ქალაქის მშენებლობის დაპირებით, ინდუსტრიული ჰაბის მშენებლობით, მაგრამ როგორც ხედავთ არცერთი დაპირება შესრულებული არ არის“, - განაცხადა ცამციშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.