ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თემურ ცამციშვილი - უკვე მეოთხე წელიწადია თერჯოლის პირველი სკოლაში სასწავლო წელი არ დაწყებულა, წელსაც ვერ ასწრებენ

თემურ ცამციშვილი - უკვე მეოთხე წელიწადია თერჯოლის პირველი სკოლაში სასწავლო წელი არ დაწყებულა, წელსაც ვერ ასწრებენ

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, დაუსრულებელი სამუშაოების გამო, თერჯოლის პირველი სკოლა წლებია უფუნქციოდაა.
როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” იმდენად უუნაროა, რომ პროექტი, რომელსაც „მსოფლიო ბანკი“ აფინანსებს, მეოთხე წელიწადია არ დამთავრებულა“.
“პროექტს „მსოფლიო ბანკი“ აფინანსებს და წესით, პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, მაგრამ იმდენად უუნაროები არიან, რომ უკვე მეოთხე წელიწადია აქ სასწავლო წელი არ დაწყებულა. როგორც ხედავთ, წელსაც ვერ ასწრებენ, სამუშაოებიც კი არ მიმდინარეობს. რამდენიმე კვირის წინ ვიყავი, მაშინ სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ეს სამუშაოებიც გაჩერებულია. აქ ბავშვები იკრიბებიან და ტრანსპორტით რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გადაჰყავთ. თერჯოლის პირველი სკოლა წლებია უკვე ასე უფუნქციოდაა”, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.