სწორედ ამიტომ უყვარდა ის.
არა მხოლოდ როგორც ქალაქი, არამედ როგორც იდეა — უსაზღვრო შესაძლებლობებისა და თავისუფალი აზროვნების.
რა დასანანია , რომ სწორედ ამ ქალაქში დაგემშვიდობეთ.
მისი განსაკუთრებული თვისება იყო ის რომ არასოდეს ირჩევდა გაკვალულ გზას. ის თავად ქმნიდა გზას და მასზე საკუთარ, განუმეორებელ ნაკვალევს ტოვებდა.
მან შეძლო ჩვენი გაერთიანება იმ იდეის გარშემო, რასაც პროგრესი ჰქვია — თანამედროვეობის შეგრძნება, დროის მოსმენის უნარი და მოქმედების გამბედაობა. გვასწავლა ,რომ მომავალი იქმნება მათ მიერ, ვისაც არ ეშინია ახალი გზების და გამოწვევების.
დღეს, როდესაც აღარ არის ჩვენთან, ის ისევ გვაერთიანებს ,ამჯერად — მის მიმართ სიყვარული, მადლიერება და ის ღირებულებები, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის დატოვა. ის არის მიმართულება და სინათლე, რომელიც ისევ გვიჩვენებს გზას და სწორედ ამიტომ სტამბის ეზოდან ცისკენ გავუშვით სხივი უსასრულობისკენ.
მადლობელი ვარ იმ საუკეთესო 10 წლისთვის რაც მასთან ერთად გავატარე . და მადლობა ჩვენი ლუკასთვის” | წერს ბაია დავითაია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.




