შაბათის მარში “სტამბასთან” გაჩერდა და თემურ უგულავას ხსოვნას პატივი მიაგო (ვიდეო)

თბილისში, შაბათის მარში მიმდინარეობს – მოქალაქეები ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.

აქციის მონაწილეები, რომელთაც ხელში მზესუმზირები და ვარდები უჭირავთ, “სტამბასთან” გაჩერდნენ და წუთიერი დუმილი მიაგეს ბიზნესმენ თემურ უგულავას ხსოვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

მოქალაქეებს “სტამბასთან” კაფის პერსონალი ტაშით დახვდა.

  • პარალულურად კი ქაშუეთის ეკლესიაში ბიზნესმენ თემურ უგულავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას კვირას, 28 ივნისს დაკრძალავენ.

ბიზნესმენი თემურ უგულავა 22 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ თემურ უგულავას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად გუშინ სასტუმრო სტამბიდან სინათლის სხივი გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება