გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 მილიონ 740 ათასი ლარი იქნება

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით პირველადი ვერსიის მიხედვით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740.0 მლნ იქნება.როგორც მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, სააგენტოს 65 თანამშრომელი ეყოლება, ხოლო მათი ხელფასებისთვის მთელი წლის განმავლობაში, 3 მლნ ლარია გათვალისწინებული.ამასთან, საბიუჯეტო პროექტში ჩადებულია ახალი პროგრამა სახელწოდებით „გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვა და კოორდინაცია”, რომლის ფუნქციად განსაზღვრულია: გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება; სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფა და გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის, ასევე მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფა.ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გასტრონომიის სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტიდან 5 020.0 მლნ ლარი ხარჯვით ნაწილს წარმოადგენს.