ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თელ-ავივში სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსს, ათეულობით ადამიანი დაშავდა

თელ-ავივში სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსს, ათეულობით ადამიანი დაშავდა

კვირას ისრაელში, თელ-ავივის მახლობლად, სატვირთო მანქანა შეეჯახა ავტობუსის გაჩერებას. ათობით ადამიანი დაშავდა, 35 საავადმყოფოში მოათავსეს დაზიანებებით, მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.
დაშავებულებს შორის ბევრი ხანდაზმული ადამიანია: სატვირთო მანქანა მთელი ძალით დაეჯახა ავტობუსის გაჩერებას და იქ გაჩერებულ ავტობუსს, რომელსაც მუზეუმში ექსკურსიაზე მიჰყავდა პენსიონერთა ჯგუფი.
პოლიცია განიხილავს ტერაქტის შესაძლებლობას, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია. ისრაელის მედიის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციის მისვლამდე მოკლეს სამოქალაქო პირებმა, რომლებსაც იარაღი ჰქონდათ თან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.