ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თელავის საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო

თელავის საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა სხდომაზე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ლევან კოჭლოშვილმა დარბაზში მყოფ დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა. სწორედ ამას მოყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან პროტესტი. საკრებულოს დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დაპირისპირებაში მონაწილე ოპოზიციონერ დეპუტატს, ბადურ რევაზიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ამის შემდეგ კი გაძევებულ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვა დეპუტატმაც.
თელავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.