ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თელავის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თელავის საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ, რა დროსაც დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა სხდომაზე "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, დარბაზში მყოფ დეპუტატებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა. მილოცვას "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რეპლიკები მოჰყვა. სიტუაციის განსამუხტად, დაპირისპირებაში მონაწილე ოპოზიციონერ დეპუტატს, ბადურ რევაზიშვილს საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ამის შემდეგ, ვითარება უფრო გამწვავდა, თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის სხვა წევრებმა გააპროტესტეს. ჩხუბი დარბაზს გარეთ, დერეფანში გაგრძელდა.
საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, საბოლოოდ მაინც დაამტკიცა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.