ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეირანში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის და სხვა პირების დაკრძალვაზე

22 მაისს თეირანში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და 19 მაისს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სხვა ოფიციალური პირების დაკრძალვის ცერემონიაზე.
ცერემონიას ხელმძღვანელობს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამეინი - რომელმაც ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ცერემონია დაიწყო თეირანის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტიდან, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ ხელში რაისის პორტრეტები ეჭირათ.
ირანის ლიდერების გარდა - ისლამური რევოლუციის გუშაგთა გასამხედროებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჩათვლით - ცერემონიას ესწრება უცხოეთის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი და ავღანეთის თალიბანის ხელისუფლების დელეგაცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.