დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვესაუბრე. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის, მკვლელობების დასასრულებლად და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის თქვენი მზადყოფნისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან მისი შეხვედრის დეტალები გაუზიარა.
„პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ აუცილებელი საშუალებები და გადაწყვეტილებები, რათა რუსული თავდასხმებისგან ხალხის უკეთ დაცვა უზრუნველვყოთ და ჩვენი პოზიციები გავაძლიეროთ. ჩვენ მზად ვართ, მშვიდობის მისაღწევად რაც შეიძლება პროდუქტიულად ვიმუშაოთ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება