ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა

დეველოპერულმა კომპანიამ „თეთრი კვადრატი“, რომელიც „ბიქეი ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის და უკვე თითქმის 6 წელია ბაზარზე დამოუკიდებლად ოპერირებს, პროექტების განვითარების მიზნით 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა.კომპანიის პორტფელი ამჟამად 14 პროექტს მოიცავს. მშენებლობის პროცესს უზრუნველყოფს ამავე ჯგუფში შემავალი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია – „ბიქეი ქონსთრაქშენი“.მოზიდული ფინანსური რესურსი უზრუნველყოფს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების სტაბილურ და უწყვეტ განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს კომპანიის პოზიციებს ბაზარზე.„თეთრი კვადრატი“ გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით და ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის დროული მიწოდება.როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა აღნიშნა, საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მსგავსი მასშტაბის დეველოპერული პროექტებისთვის და ხელს შეუწყობს მშენებლობის პროცესის ეფექტურად გაგრძელებას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.