ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლი - აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის

თეთრი სახლი - აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის

აშშ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ვარიანტებს განიხილავს - სამხედრო ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია და ამას არქტიკის რეგიონში ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ყოველთვის ვარიანტად რჩება“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამასთან, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიის შეძენას გეგმავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.