ანდრიუს კუბილიუსი – გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატო-ს დასასრული იქნება

გრენლანდიაზე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ნატო-ს დასასრული იქნება, – ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
კუბილიუსის განცხადებით, არ სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ძალას გამოიყენებს.
„თუ ეს მოხდება, თუმცა ამის არ მჯერა, მაშინ ეს ყველა სახის ტრანსატლანტიკური კავშირისა და ნატო-ს დასასრული იქნება. სავარაუდოდ, ეს აშშ-ის ადმინისტრაციასაც კარგად ესმის“, – განაცხადა კუბილიუსმა.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე სამხედრო ძალის გამოყენება ნატო-სთვის უპრეცედენტო პარადოქსს წარმოქმნის.
„თუ აშშ გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს, ამას გააკეთებს ისე, როგორც ნატო-ს წევრი? ნატო-ს მოუწევს, რომ თავისი ერთ-ერთი წევრი ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაიცვას, კერძოდ, დანია და მისი ტერიტორია“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”