არქივი9 იანვარი, 2024, 07:38
თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა | მძღოლი დაკავებულია
CNN-ის ცნობით, ვაშინგტონში, თეთრი სახლის ჭიშკარს ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანის მძღოლი დაკავებულია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სპიკერის, ენტონი გულიელმის თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
"მანქანა თეთრი სახლის კომპლექსის გარე ჭიშკარს საღამოს ექვს საათამდე შეეჯახა. მძღოლი დაკავებულია. ჩვენ ვიძიებთ შეჯახების მიზეზს", - თქვა საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა.
დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტ ბაიდენის კორტეჟს მანქანა შეეჯახა, ნახეთ:
· ბაიდენის კორტეჟს მანქანა შეეჯახა
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.