არქივი15 იანვარი, 2024, 18:44
ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა… – ტრაგედია ძველით ახალი წლის ღამეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა
· 120
ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა სენაკში, სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავარიის შედეგად.
გავრცელებული ცნობით, ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლელები ადგილობრივები არიან.
„საშინელება დატრიალდა წუხელ ჩვენ სოფელში. ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – ამბობს გარდაცვლილების თანასოფლელი.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: newsco.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.