თეთრი სახლის აპარატს პირველად უხელმძღვანელებს ქალი

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საკადრო გადაწყვეტილება გამოაცხადა. თეთრი სახლის აპარატს ჩაიბარებს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სიუზან უაილსი.
67 წლის უაილსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა სიუზი უაილსი საყოველთაო აღტაცებით და პატივისცემით სარგებლობს.
სიუზან უაილსი(სამეროლი) ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მისი მამა ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოთამაშე და მოგვიანებით პოპულარული სპორტული კომენტატორი პეტ სამეროლი იყო.
სიუზან უაილსმა მერილენდის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1980 წელს ჩართული იყო რონალდ რეიგანის საარჩევნო კამპანიაში. 1990-იანი წლებიდან იყო არაერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსის მრჩეველი და თანაშემწე. დონალდ ტრამპის და სიუზან უაილსის თანამშრომლობა 2016 წლიდან დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია