ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე სუზი უაილსი დაასახელა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე სუზი უაილსი დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერი, სუზი უაილსი თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„სუზი უაილსი დამეხმარა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გამარჯვების მიღწევაში და იყო ჩემი 2016 და 2020 წლების წარმატებული კამპანიის განუყოფელი ნაწილი“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, სუზი უაილსი საყოველთაო აღფრთოვანებასა და პატივისცემას იწვევს და რომ ის გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს.
„დამსახურებული პატივია გყავდეს სუზი, როგორც თეთრი სახლის აპარატის პირველი ქალი ხელმძღვანელი შეერთებული შტატების ისტორიაში“, - დასძინა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.