თეა წულუკიანს დავა კიდევ ერთმა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანს სასამართლო დავა კიდევ ერთმა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო. ინფორმაციას საია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, საქალაქო სასამართლომ მუზეუმის მხრიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ცნო და მუზეუმს მისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით, 6 000 ლარის გადახდა დააკისრა.
“საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ეროვნულმა მუზეუმმა, დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1-ლი ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად კი თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა, თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც მოქმედ შრომის კანონმდებლობას სრულად ეწინააღმდეგება”. – წერია საიას განცხადებაში.
საიას ცნობით, ამ დროისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული ჯერ არაა, რადგან მუზეუმს მისი გასაჩივრების უფლება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”