არქივი10 სექტემბერი, 2024, 16:40
თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, იესპერ მოლერთან. ამის შესახებ ინფორმაციას და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის მიმდინარეობა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, დასახეს შემდგომი ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.