თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ჩამოვა.
მსახიობი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 22 და 23 მარტს სპექტაკლ ბამბის მინდვრების სიმარტოვეში ითამაშებს, მისი სასცენო პარტნიორი იქნება ცნობილი ლიტველი მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე.
სპექტაკლის დადგმა თბილისში 2023 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, მაგრამ მალკოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
მალკოვიჩი თბილისს მეორედ სტუმრობს. პირველად ცნობილი მსახიობი 2011 წელს, ასევე თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იყო ჩამოსული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”