ზელენსკი ბერლინში – ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის ეწვევა პარიზსაც

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ იწყებს ორ მნიშვნელოვან დღეს, შეხვედრებს გამართავს პარტნიორებთან გერმანიასა და საფრანგეთში.
ზელენსკი ასევე მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში და მის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
“ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ უკრაინის სამართლიანი პირობებით და უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა”,- დაწერა მან.
უკრინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
ელისეის სასახლის განცხადებით, ზელენსკის ვიზიტის დროს პარიზში ხელი მოეწერება უკრაინასა და საფრანგეთს შორის შეთანხმებას “უსაფრთხოების გარანტიების შესახებ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ