ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში 21 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში 21 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

გამთენიისას, თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც გარდაცვლილის მეგობრები აცხადებენ, 21 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული.
„როგორც მითხრეს, [გიორგი ახალაია] მარტო იყო, გულის არეში ჰქონდა დაზიანება მიღებულიო. დიდი რაოდენობით სისხლის სდიოდა, ვერ შეაჩერეს სისხლდენა. როგორ ვიცი, დაკავებული არავინაა. „რატის ბარში“ მუშაობდა დაცვაში“, - აღნიშნავს გარდაცვლილის მეგობარი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ყველა შესაბამისი მოქმედება ტარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.