ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულზე - ის შოკურ მდგომარეობაშია - კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო

ადვოკატი 21 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულზე - ის შოკურ მდგომარეობაშია - კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო

თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ბრალდებული შოკურ მდგომარეობაშია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ამიტომ მასთან მომხდარის დეტალებზე საუბარი შეუძლებელი იყო.
„მას წარედგინა ბრალდება, 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საუბარი იმასთან დაკავშირებით, აღიარებს დანაშაულს თუ არა, შეუძლებელი იყო. ის შოკურ მდგომარეობაშია, ამიტომ გამომძიებელსაც ეს საკითხი არ დაუყენებია. მეც ამ თემაზე არ მისაუბრია.
ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელმაც წამლები დაუნიშნა. დამამშვიდებელი ჰქონდა მიღებული, ამიტომ კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ინფორმაციისთვის, პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.