თბილისში შეხვედრა სახელწოდებით „პოლიტიკოსები უსმენენ მოსწავლეთა მშობლებს“ მიმდინარეობს

“მშობლები განათლებისთვის“ ასოციაციის წევრ მშობლებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სახელწოდებით „პოლიტიკოსები უსმენენ მოსწავლეთა მშობლებს“ მიმდინარეობს.
ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრაზე პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მშობლებისგან მიიღონ ინფორმაცია განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო შემდეგ ელექტორატის ამ მნიშვნელოვან ნაწილს წარუდგინონ ხედვა, თუ როგორ ესახებათ პრობლემური საკითხების გადაჭრა შემდეგ აქტუალურ თემებზე: სასკოლო კვება და ჰიგიენა სკოლაში; სასკოლო ინფრასტრუქტურა; განათლების ხარისხი; სკოლის დემოკრატიულად მართვა.
ამასთან, პანელური დისკუსია მშობლებისა და პოლიტიკოსების ჩართულობით გაიმართება, სადაც სასკოლო გამოწვევების დაძლევის გზები და შესაძლებლობები განიხილება.
ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორის, მეგი კავთუაშვილის განცხადებით, მოწვეულთა შორის არიან 2024 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები, როგორც სახელისუფლებო მხრიდან, ისე ოპოზიციური ფლანგიდან, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
“დღევანდელი შეხვედრა სასკოლო გამოწვევებს ეხება. მოსწავლეთა მშობლები პოლიტიკურ პარტიებს ვხვდებით, ამ შეხვედრაზე მოწვეული იყო 2024 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა მშობლების მოსმენაზე. ამჯერად, ჩვენ სტუმრად ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკოსები გვყავს. დღევანდელი შეხვერა 4 ძირითად პრობლემას შეეხება – სასკოლო კვება და ჰიგიენა სკოლაში; სასკოლო ინფრასტრუქტურა; განათლების ხარისხი; სკოლის დემოკრატიულად მართვა”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი.
ცნობისთვის, ა(ა)იპ „მშობლები განათლებისთვის“ სასკოლო გამოწვევების შესახებ მშობლებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას და ღია მსჯელობას.
შეხვედრა პროექტის „მოსწავლეთა მშობლების გაძლიერება სკოლის მმართველობაში” ფარგლებში იმართება, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს