არქივი24 თებერვალი 2025, 19:55
თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადეს. აქციას საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის დროშები და მხარდამჭერი შინაარსის ბანერები.
მოგვიანებით აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 89-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.