თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან გმირთა მოედნის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან საპროტესტო მარში მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეები დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში შეიკრიბნენ და ერთდროულად, 18:00 საათზე დაიძრნენ, საბოლოდ კი გმირთა მოედანზე გაერთიანდებიან – “რწმენით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის საქართველოს დროშა იფრიალებს!“.
ამ წუთებში, გმირთა მოედნის მიმართულებით მარო მაყაშვილის სახელობის მარში მიმდინარეობს ვაკის პარკიდან.
მარშის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მსვლელობა ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მიემართება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ -“გაიფიცე”,”გადაეცით მთავრობას, რომ მეომარი ქართველები უკან არ იხევენ”.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ – “ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.
გარდა ამისა, მიმდინარეობს: იუნკერების სახელობის მარში ამაღლების ქუჩიდან. მარჯანიშვილის მოედნიდან ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში. სადგურის მოედნიდან ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში.
ამასთან, დღესვე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებით, მოქალაქეები 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან ლოზუნგით: „არა რუსულ ოკუპაციას“.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას