არქივი4 იანვარი, 2024, 14:27
თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება - ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მოქალაქეებს მრავალფეროვანი პროგრამა ხვდებათ
თბილისში საახალწლო განწყობაა. ხალხმრავლობაა ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში, სადაც საახალწლო სოფლებია მოწყობილი. დღის განმავლობაში მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ხვდებათ - საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული კუთხეები.
დღის ბოლოს კი, ორბელიანზე ქართული ბენდების კონცერტი გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.