„გენერალ გიორგი მაზნიაშვილის” და „იუნკერების მარში“ გაერთიანდა და გმირთა მოედნისკენ მიემართება

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე იუნკერების მარშს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი და ბანერები ლოზუნგებით: “გაიფიცე”,”გადაეცით მთავრობას რომ მეომარი ქართველები უკან არ იხევენ”.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ – “ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.
ამ წუთებში გაერთიანებული მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება, სადაც კიდევ რამდენიმე მარშის მონაწილეებიც შეუერთდებიან.
აქცია/მსვლელობას ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მიჰყვებიან.
ცნობისთვის, დედაქალაქის მასშტაბით გმირთა მოედნისკენ ერთდროულად რამდენიმე აქცია/მარში მიმდინარეობს.
ყველა მარში კი საბოლოოდ გმირთა მოედანზე გაერთიანდება და საქართველოს ოკუპაციის დღიდან 104 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას