პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში მტკვრის ჯებირისა და ინფრასტრუქტურის შეკეთება 4,7 მილიონი ლარი ჯდება

თბილისში მტკვრის ჯებირისა და ინფრასტრუქტურის შეკეთება 4,7 მილიონი ლარი ჯდება

თბილისში, დიდუბის რაიონში - მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარის დაზიანებული ჯებირის შეკეთება და ინფრასტრუქტურის აღდგენა 4,7 მილიონი ლარი ჯდება. სამუშაოები ტენედერის გარეშე - პირდაპირი შესყიდვის წესით ტარდება.
„აღნიშნულ სამუშაოებზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობის ინტერესებს და უსაფრთხო გადაადგილებას ქალაქის მასშტაბით, აგრეთვე სამუშაოების დროულად ვერ განხორციელების შემთხვევაში იქმნება მუნიციპალური ქონების დაზიანების საფრთხე“, - აცნობა თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს.
წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 1 აპრილიდან 7 აპრილამდე ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გეოდინამიკურ პროცესებზე დაკვირვება. 8 აპრილს დაბზარული ნაწილი ჩაინგრა, გუშინ, 9 აპრილს კი ადგილზე ბულდოზერები გამოჩნდა და მიიტანეს სამშენებლო მასალებიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.