ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა“ – IDFI

„2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა“ – IDFI

„2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია“ – ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.
„2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა.
სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებში პრემია/დანამატის ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის.
გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე“ – ნათქვამია IDFI-ს ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.