არქივი25 სექტემბერი 2024, 11:54
თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.