არქივი28 სექტემბერი 2024, 15:41
თბილისში ახალგაზარდა კაცი მოკლეს, დაკავებულა ერთი პირი – შსს

27 სექტემბერს, გვიან ღამით, თბილისში, საბურთალოს რაიონში კაცი მოკლეს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება ქუჩაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. თვითმხილველები მედიასთან ჰყვებიან, რომ კონფლიქტში რამდენიმე ახალგაზრდა იყო ჩართული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.