ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში დეკემბერში 662 ახალი და 3018 ძველი ბინა გაიყიდა

2023 წლის დეკემბერში 662 ახალი ბინა გაიყიდა და ნოემბერთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. თუმცა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 21%-ით შემცირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 3,018 შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და წლიურად 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ახალი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში 18%-ს გაუტოლდა. საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+14%), ისე ძველი (+11%) ბინების შემთხვევაში.
„თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 3.8%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში მცირედი ცვლილება დაფიქსირდა (+0.9% თ/თ).
2023 წლის დეკემბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში 40% შეადგინა (-3 პპ, თ/თ). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 5% შეადგინა.
მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 15% შეადგინა, რაც 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 4 პროცენტული პუნქტით მეტია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.