ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

2023 წელს თბილისში 41 061 ბინა გაიყიდა - რომელ უბანში იყიდება ყველაზე მეტი?

2023 წელს თბილისში 41,061 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელს გაყიდული ბინების რაოდენობას 8%-ით ჩამორჩება.
Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების განახლებული წლიური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გაყიდვების კლების მიუხედავად ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბინების საშუალო გასაყიდი ფასის ზრდითაა განპირობებული.
მიმოხილვის მიხედვით, გაყიდვები შემცირებულია როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. აქედან ახალ პროექტებში ტრანზაქციები მხოლოდ 4%-ით, ხოლო ძველ პროექტებში 16%-ით შემცირდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბინებზე მოთხოვნა პირველადი ბაზრის სასარგებლოდ შეიცვალა. 2023 წელს პირველად ბაზარზე გაყიდვები 1%-ითაა შემცირებული, ხოლო მეორეულ ბაზარზე კლება 12%-ია.
თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ბინა სამგორში გაიყიდა. გაყიდული ბინების მიხედვით, თბილისის უბნების რეიტინგი კი ასეთია:
· სამგორი - 8 643 ბინა;
· საბურთალო - 8 238 ბინა;
· დიდი დიღომი/დიღომი - 6 712 ბინა;
· გლდანი - 4 729 ბინა;
· ნაძალადევი - 3 914 ბინა;
· დიდუბე - 3 210 ბინა;
· ჩუღურეთი - 1 222 ბინა;
· ვაკე - 1 057 ბინა;
· კრწანისი - 1 046 ბინა;
· მთაწმინდა - 1 032 ბინა;
· ისანი - 594 ბინა;
· ბაგები - 298 ბინა;
· ფონიჭალა - 197 ბინა;
· წყნეთი - 88 ბინა;
· დიდგორი - 81 ბინა.
მიმოხილვის მიხედვით, გასულ წელს ახალი და ძველი ბინები გაძვირდა. კონკრეტულად კი ახალაშენებული ბინების ღირებულება 13%-ით, ძველი ბინების კი 19%-ით გაიზარდა.
„თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი 2022 წელთან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი, თუმცა 2023 წლის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი მცირდებოდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.