ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

თბილისში, დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

თბილისში, დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. დაჭრის ფაქტი გამთენიისას მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით შსს-ს არავინ დაუკავებია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სსსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ასევე სსსკ 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.