ნანუკა ჟორჟოლიანი: რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა. კაცი, რომელმაც სტილი და ჩვევები შეუცვალა ქალაქს

ნანუკა ჟორჟოლიანი:
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა.
კაცი, რომელმაც “შარდენის” თბილისი, სტამბის თბილისად აქცია. კაცი, რომელმაც სტილი და ჩვევები შეუცვალა ქალაქს.
შექმნა ახალი სივრცეები , რუმსი, სტამბა, ფაბრიკა, ყაზბეგის რუმსი, ბაკურიანის.
იმ დროს, როცა მიმტანობა სამარცხვინო პროფესიას ითვლებოდა, შექმნა ისეთი გარემო სადაც მოხვედრას ბევრი მცდელობა სჭირდებოდა.
ასე შეუცვალა ქალაქს, ახალგაზრდებს სტერეოტიპული, დამახინჯებული მიდგომები.
თემურ უგულავას გაუმარჯოს!
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ამ კაცზე ყოველთვის მოყვებიან, ამიტომ მისი გარდაცვალება , მისივე სახელს და საქმეებს სამუდამოდ უტოვებს ქალაქს.
თემურ, ყოველ ჯერზე როცა ჩემს საყვარელ სტამბაში მივალ გავიფიქრებ, მადლობა ყველაფრისთვის რაც ამ ქვეყანას დაუტოვე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა