ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში გამოსახლებების წინააღმდეგ მსვლელობა ჩატარდა

ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თბილისში ჩატარებულ აქციაში, რომლის მონაწილეებიც უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვდნენ.
მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”, “არ გამოვასახლებინოთ”, “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”.
„ჩვენ ვნახეთ გამოსახლება, რომელიც აბსოლუტური ღირსების შემლახველი ფორმებით ხდებოდა. ამის სტანდარტები არსებობს და ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა ამაზე იმუშაოს, რათა უფრო სტაბილური, ღირსეული და თანასწორი პირობები შექმნას ადამიანების განვითარებისთვის”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვახუშტი მენაბდემ.
ორგანიზატორების კიდევ ერთი მოთხოვნა კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლების დროს დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება იყო, თუმცა, ისინი 3 თებერვალს 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ორივე მათგანი აქციას შეუერთდა. მარშში მონაწილეობენ ასევე ჭიათურელი მაღაროელები და მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის".
აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემებზეც ილაპარაკეს, მათ შორის სკოლებში უფასო კვების საჭიროებაზე, სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობასა და საპენსიო სესხების ჩამოწერაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.