არქივი1 თებერვალი, 2024, 15:11
პროკურატურა თბილისში ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს
პროკურატურა თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.
"საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას აქტიურად აგრძელებს და თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.