პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში აფეთქება მოხდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში აფეთქება მოხდა
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში აფეთქება მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა და 4 დაშავდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდი“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.